ჰიეროდექსინი / Hieridexina

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატი.   


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი.


მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: რკინას 100მგ; კობალტის ქლორიდს 4მგ; ვიტამინ B12-ს 25 მგ;


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი  და ცხვარი: რკინის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოქრომული ანემია, განსაკუთრებით გოჭებში. გამოიყენება მიკრობული დაავადებებისადმი (პნევმონია, დიარეა) რეზისტენტობის მისამატებლად.

მსხვილფეხა პირუტყვი - დამხმარე პრეპარატი პიროპლაზმოზის მკურნალობისას. გამოიყენება მაკეობის მიმდინარეობისას,  როგორც მატონიზირებელი საშუალება.


გამოშვების ფორმა: 50მლ და 100 მლ გაუმჭირვალე მინის ფლაკონებში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში.


გოჭები - პროფილაქტიკა: 1-2 მლ ცხოველის დაბადებიდან მე-2-დან მე-4 დღის ჩათვლით. მკურნალობა: 2მლ პრეპარატი ანემიის პირველი ნიშნების გამოვლენიდან ან დაბადებიდან მე-7-21-ე დღის ჩათვლით.
მსხვილფეხა პირუტყვი: ზრდასრული - 5-10 მლ, ხბო - 3მლ.
ცხვარი: ზრდასრული - 3-5მლ, ბატკანი - 1 მლ.


დოზების გადაჭარბება


დოზების გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ