იოდზეფი 10% / Iodsefi 10%

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.         


                       
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ.


გამოყენების ჩვენებები


         •    ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების, მათ შორის ტროფიკული წყლულების ანტისეპტიკური დამუშავება.
      •    დეზინფექცია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გინეკოლოგიური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
       •    კანისა და ლოწოვანი გარსის დამუშავება დიაგნოსტიკამდე და დიაგნოსტიკის შემდგომი გამოკვლევები და მანიპულაციები (ინფექციები, პუნქციები, სისხლის აღება ბიოფსია და სხვა).
         •    ავადმყოფების ჰიგიენური დამუშავება, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
         •    სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
      •   დეზინფექცია ინფექციური დერმატიტების, სოკოვანი დაავადებების, პაპილომების, ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში.
       •    სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება, დაინფიცირებული ავადმყოფიდან კონტაქტის შემთხვევაში.
       •    გინეკოლოგიაში მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების, მომყოლის შეჩერების, ენდომეტრიტების, მეტრიტების,  ტრიქომონოზის, კანდიდოზის დროს.
         •    ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულით, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში.
         •    კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების შემთხვევაში.
       •    შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების საკვებურების, წყლის ჭურჭლის, ასევე ცხოველების სადგომების, ინკუბატორების, საფრინველისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია.


 გამოშვების ფორმა: იოდზეფის 10%-იანი ხსნარი დაფასოებული 1ლ, 100მლ, 20მლ პოლიეთილენის კონტეინერში.  


გამოყენების წესი და დოზირება


- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია - 1:100 - 1-200-ზე განზავებით. ხსანარის 1 ლიტრი საკმარისია -  4მ2² ფართობის დასამუშავებლად, ხოლო გაფრქვევით ან გაბოლებით 100 მ3³ მოცულობისათვის.


- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია ინფექციური კერების არსებობისას - 1:20 - 1-50განზავებით.


- კანის საფარველის დასამუშავებლად გამოიყენება იოდზეფის წყალხსნარი 1:10 განზავები.


- კიდურებისა და პირის ღრუს დეზინფექცია 1:100-150-ზე განზავებით.

- კანის ზედაპირის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში გამოიყენება იოდზეფის 10%-იანი განუზავებელი ხსნარი. გარეგანი დამუშავებისათვის დაიტანენ დაზიანებულ უბანზე და ტოვებენ 1-2 წთ, შემდეგ ჩამოიბანენ გულდასმით.


შენახვის პირობები


სამუშაო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. დამზადებული ხსნარის  ხანგრძლივად შენახვა დაუშვებელია. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, გაუფერულება არაეფექტურობის  მაჩვენებელია. სინათლეზე და 40°C ტემპერატურაზე ჩქარდება აქტიური ნივთერებების დაშლა.


ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 20°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ