ინსეტოქსი
ინსექტოაკარიციდული ფხვნილი
შემადგენლობა:
1გ შეიცავს: დელტამეტრინი 5%, 0,02გრ; ბორის მჟავა 0,05გრ, ტალკი 0,93 გრ
დახასიათება:
ნაცრისფერი უსუნო, წყალში ადვილად ხსნადი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინსეტოქსი ხასიათდება ფართო ინსექტოაკარიციდული მოქმედებით, აქტიურია მუნის, ქათმის ტკიპის, ფარეხის ტკიპების, ბუზების, ბაღლინჯოების და სხვა ექტოპარაზიტების წინააღმდეგ. რეკომენდებულ დოზებში და კონცეტრაციებში არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ალერგიული მოქმედება. ტოქსიურია თევზებისა და ფუტკრებისათვის.
ჩვენება:
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი ხმარებისათვის. Gგამოიყენება ცხოველებსა და ფრინველებში ყველა სახეობის გარეგანი მკბენარების (ტკიპები, რწყილები და სხვა) გასანადგურებლად.
გამოყენების წესი და დოზები:
ინსექტოაკარიციდული ფხვნილი უნდა მოაყაროთ ცხოველს დაინვაზირებულ ადგილზე ან რთულ შემთხვევებში სხეულის მთელ ზედაპირზე. შემდეგ ხელებით შეაზილეთ 1-2 წუთის განმავლობაში. ფრინველებს უნდა შევაფრქვიოთ ფრთებქვეშ, გულ-მკერდისა და კლოაკის მიდამოებში. სამკურნალო მიზნით ცხოველი მუშავდება კვირაში ერთხელ, სამი კვირის განმავლობაში. პროფილაქტიკისათვის: თვეში ერთხელ.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. შეიძლება აღინიშნოს გადამეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ-ზე.
გამოშვების ფორმა:
პრეპარატი დაფასოებულია 50გ-იან პლასტმასის ფლაკონში, 500გ-იან ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტებში.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო