ბიომასტი / Biomast

წამლის ფორმა: ზეთოვანი სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 50 მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა - სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ჩხიროვანი ბაქტერიებით, კორინობაქტერიებით და ფსევდომონადებით (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა) გამოწვეული ქრონიკული და მწვავე მასტიტი.

 

გამოშვების ფორმა: 10 მლ ერთდოზიანი პოლიეთილენის შპრიცში; 100მლ მინის ფლაკონში.

 

გამოყენების წესი და დოზირება

 

დასაშვებია პრეპარატის მცირედ გამყარება, მოხმარების წინ პრეპარატი შეათბეთ სხეულის ტემტერატურამდე (37oC-მდე)
მსხვილფეხა პირუტყვი: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთში, ერთჯერ.

 

ცხვარი და თხა: 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთ-ში ერთჯერ.

 

მშრალობის პერიოდში: 10მლ შეიყვანება სარძევე ჯირკვლის არხიდან დაავადებულ მეოთხედზე, ბოლო მოწველიდან 10-14 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები

 

ინახება მშრალ გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 15-25°C  ტემპერატურისა.

 

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ