ფუროქსი / Furoxy

წამლის ფორმა: საშვილოსნოს ბოლუსი,  გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, ნეზვი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტექსი, საქართველო.


შემადგენლობა: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს, ფურაზოლიდონს , მეტრონიდაზოლს .


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის და ნეზვის საშვილოსნოს ანთებითი პროცესების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს, მშობიარობის დროს გართულებების შემთხვევაში, პათოლოგიური მშობიარობის დროს მომყოლის ქირურგიული მოცილების, აბორტების, მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს.


შეფუთვის ფორმა: №6 ბოლუსი დაფასოებულია ბლისტერზე, №5 ბლისტერი  მუყაოს კოლოფში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატის შეყვანის წინ ატარებენ გარეთა სასქესო ორგანოების კუდის ბოლოს სანიტარულ დამუშავებას. საშვილოსნოში ბოლუსი შეაქვთ ხელით (პოლიეთილენის ხელთათმანით) პროფილაქტიკის მიზნით - მომყოლის მოცილებისთანავე 1-2 ბოლუსი 12-24 საათში ერთჯერ. მკურნალობისთვის - დოზა ორმაგდება.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათილსგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ