პიხტის მალამო (Abies Ointment)

პიხტის მალამო გარეგანი გამოყენებისათვის, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, კენტჩლიქიანები.

შემადგენლობა: 1 გ შეიცავს: სოჭის ზეთს 70 მგ.

გამოყენების ჩვენებები

პიხტის მალამო გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობის, ეგზემის, დერმატიტების, ბურსიტების, ქსოვილების ტრავმული დაზიანებების დროს.

გამოშვების ფორმა: 20გ პოლიეთილენის ფლაკონში.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატის თხელ ფენას უსმევენ სუფთა  დოლბანდზე და ახვევენ ჭრილობას. პროცედურა ტარდება დღეში 1-2 ჯერ გამოჯანმრთელებამდე. მალამოს წასმა შეიძლება უშუალოდ დაზიანებულ უბანზე მსუბუქი შეზელვით. დაზიანებების და მასტიტების დროს გამოიყენება მალამოს თბილი სახვევები.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ