ბიომექტინი / Biomeqtin

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება.


სამიზნე სახეობა: ძაღლი, კატა, ბეწვიანი ცხოველი, ბოცვერი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა:1 გ მალამო შეიცავს: ივერმექტინს 0,5 მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება ძაღლების, კატების, ბეწვიანი ცხოველების და ბოცვრების აკაროზების (ნოტოედროზი, სარკოპტოზი, ოტოდეკოზი, დემოდეკოზი და სხვ.), ენტომოზების (ფელიკოლოზის, ტრიხოდექტოზის, ლინოგნატოზის, კტენოცეფალოზის და სხვ.) სამკურნალოდ.


გამოშვების ფორმა: 20 გ პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


მალამო გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის 0,2-0,3გ 1-3სმ-ზე, რომელსაც კარგად შეაზელენ პარაზიტების ლოკალიზაციისა და დაზიანების ადგილებში ორჯერადად, 7-10 დღის ინტერვალით. აუცილებლობის შემთხვევაში დამუშავებას იმეორებენ.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.


ვარგისიანობის  ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ