წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო საშუალება.
სამიზნე სახეობა: ძროხა, ცხენი, ღორი, თხა, ძაღლი, კატა და ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ.
გამოყენების ჩვენებები
• ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების, მათ შორის ტროფიკული წყლულების ანტისეპტიკური დამუშავება.
• დეზინფექცია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გინეკოლოგიური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
• კანისა და ლოწოვანი გარსის დამუშავება დიაგნოსტიკამდე და დიაგნოსტიკის შემდგომი გამოკვლევები და მანიპულაციები (ინფექციები, პუნქციები, სისხლის აღება ბიოფსია და სხვა).
• ავადმყოფების ჰიგიენური დამუშავება, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
• დეზინფექცია ინფექციური დერმატიტების, სოკოვანი დაავადებების, პაპილომების, ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება, დაინფიცირებული ავადმყოფიდან კონტაქტის შემთხვევაში.
• გინეკოლოგიაში მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების, მომყოლის შეჩერების, ენდომეტრიტების, მეტრიტების, ტრიქომონოზის, კანდიდოზის დროს.
• ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულით, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში.
• კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების შემთხვევაში.
• შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების საკვებურების, წყლის ჭურჭლის, ასევე ცხოველების სადგომების, ინკუბატორების, საფრინველისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია.
გამოშვების ფორმა: 1%-იანი ხსნარი 50მლ და 10%-იანი ხსნარი 1ლ, 100 მლ, 20 მლ სპრეის ფორმის გამფრქვევი საცმით დამცავი ხუფის მქონე პოლიეთილენის ფლაკონში
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. შესხურება მიმდინარეობს 2-3წმ-ის განმავლობაში, 10-15 სმ-ის დაშორებით. გამეორება ხდება დაავადების სირთულის მიხედვით.
1%-იანი ხსნარი სპრეი გამოიყენება მისი პირდაპირი შესხურებით ავადმყოფის ჰიგიენური დამუშავებისათვის, სამედიცინო პერსონალის, ქირურგის, სამედიცინო იარაღების და მოწყობილობების დეზინფექცისთვის.
შენახვის პირობები
სამუშაო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. დამზადებული ხსნარის ხანგრძლივად შენახვა დაუშვებელია. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, გაუფერულება არაეფექტურობის მაჩვენებელია. სინათლეზე და 40°C ტემპერატურაზე ჩქარდება აქტიური ნივთერებების დაშლა.
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 20°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.