მენბუთონი 10% / Menbutone 10%

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტამაზე მოქმედი საშუალება. კუჭის მოქმედების და მადის სტიმულატორი.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ძაღლი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ადვია , ეგვიპტე.

 

შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: მენბუთონს 100მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

პრეპარატი გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველებისთვის, რომელთაც სჭირდება დახმარება საჭმლის მონელებისა და ყველა მასთან დაკავშირებულ სეკრეტორულ პროცესებთან. მოიხმარება როგორც მადის მასტიმულირებელი საშუალება.

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:

 

საჭმლის მონელების სისტემის პირველადი აშლილობა:

 

გამოიყენება ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ, კერძოდ, ადვილად გადასამუშავებელი ნახშირწყლების შემთხვევაში (რძემჟავა, აციდოზი), დაბინძურებული ან გაფუჭებული საკვების (რუმინატორული დარღვევა) და ასევე სწრაფი ცვლილებები საკვებ რაციონისა და დიეტების დროს, ფაშვის გადატვირთვის, შებერილობის და ყაბზობის დროს.

 

საჭმლის მონელების სისტემის მეორადი აშლილობა:

 

გამოიყენება ოპერაციის შემდეგ საკვების ნორმალური მონელების აღდგენის მიზნით, ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებით (აცეტონემია ფურებში, ნერბის კეტონურია). ღვიძლის ფუქციის სტიმულაცია ნაღველის სეკრეციის ხელშეწყობით (დამხმარე თერაპიის სახით ფასციოლას მკურნალობისას).

 

ცხენი:

 

გამოიყენება საჭმლის მონელების აშლილობისას, დიდი რაოდენობით ცილების შემცველი საკვების ჭარბად მიღების შემთხვევაში, ყაბზობის, ნაწლავების ატონიის, კოლიკების, საკვებით ინტოქსიკაციის დროს, ღვიძლის ფუნქციის სტიმულირებისთვის ნაღველის სეკრეციის გააქტიურებით.

 

ძაღლი:

 

ყაბზობა, ნაწლავის ატონია, ეგზოკრინული კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობა. ღვიძლის ფუნქციის სტიმულირება ნაღველის სეკრეციის ხელშეწყობის გზით.

 

შეფუთვა: 10 მლ, 20 მლ, 25მლ, 30მლ, 50მლ, 100მლ და 500 მლ ფლაკონებში.

 

დოზები და გამოყენება

 

პრეპარატი შეჰყავთ ნელა ვენაში ან ღრმად კუნთში, 1მლ/10კგ ც.წ-ზე.

 

დაავადების პროგრესირების მიხედვით მკურნალობის გამეორება შესაძლებელია მითითებული დოზის ნახევარის გამოყენებით 12 საათის შემდეგ ან მთლიანი დოზის გამოყენებით 24საათიდან 7დღემდე პერიოდის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები

 

ინახება არაუმეტეს 300C-ზე ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან მოშორებულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ