წამლის ფორმა: საინექციო გრანულირებული ფხვნილი და გამხსნელი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ცხვარი, თხა.
მწარმოებელი: ინდიან იმუნოლოგიკალ ლიმიტედ, ინდოეთი.
შემადგენლობა
თითოეული (1მლ) დოზა შეიცავს “Brucella melitensis Rev. 1”-ის ანტიგენს - 1მლ, მალტოზას ხსნარი (40%)-0.125მლ, ჟელატინის ხსნარი (10%) – 0.05მლ, საქაროზის ხსნარი (40%)-0.025მლ და ფოსფატის ბუფერის გამხსნელი – 0.8მლ (რაოდენობა 2მლ-მდე).
გამოყენების ჩვენებები
ბრუვაქსი Rev 1 არის გრანულოვანი ფორმის ვაქცინა და რეკომენდებულია ბრუცელიოზის (Contagious abortion) იმუნიზაციისათვის ცხვრებში და თხებში.
გამოშვების ფორმა
№1 ფლაკონი 20 დოზა, (გაყინული მშრალი) და სტერილური გამხსნელი №1 ფლაკონი 20მლ.
გამოყენების წესი და დოზები
ვაქცინა კეთდება კანქვეშ, სუფთა, მშრალი კანის არეში, კონტამინაციის საწინააღმდეგო ყველა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით.
ვაქცინცია რეკომენდებულია 4 – 6 თვემდე ასაკის ცხვრების და თხებისთვის, კანქვეშ 1მლ განზავებული ვაქცინით.
განზავება და მიღების წესი:
ლიოფილიზებული ვაქცინა უნდა განზავდეს გრილ გამხსნელში, რომელიც თან ერთვის. ვაქცინის გამხნელთან კარგად შერევის შემდეგ, ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ სტერილური შპრიცის და ყოველ ცხოველზე ცალკეული სტერილური ნემსის გამოყენებით. არ შეინახოთ გამოყენებული ფლაკონი.