ჰეპავექს 200 / Hepavex 200

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორი და ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი საშუალება.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, ღორი, მცოხნავები.


მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა:


სორბიტოლი-200გ, DL-მეთიონინი-10გ, ქოლინის ქლორიდი-18.75გ, მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი-10გ, კარნიტინის ჰიდროქლორიდი-25გ, პოლიეთილენ გლიკოლი-40გ, გამოხდილი წყალი-1 ლ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება შინაური ფრინველის, ღორის და მცოხნავებისთვის.


პრეპარატი შეიცავს ელემენტებს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობს მსხხვილფეხა პირუტყვში საკვებზე მოთხოვნის გაზრდას. გამოიყენება მაგნიუმის ნაკლებობის დროს, სტრესული მდგომარეობის და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში. მეფრინველეობაში ზრდის პროდუქტიულობას.


გამოშვების ფორმა: 1ლ პოლიეთილენის ბოთლში და 5ლ კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზები


გამოიყენება პერორალურად სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად.


0,125 - 0,250 მლ 1 ლიტრ სასმელ წყალთან ერთად ან 0,25 – 0,5 მლ 1 კგ საკვებზე  5-7 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან, სიცხისაგან და ტენისაგან დაცულ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ