წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი), ღორი.
მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.
დამფასოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ენროფლოქსაცინს 100 მგ.
გამოყენების ჩვენებები:
შინაური ფრინველის (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი) და ღორის კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, სტრეპტოკოკოზის, მიკოპლაზმოზის, Enteritis nekrotica (ცალკეული და შერეული ინფექციები), ინდაურების Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus, Coriza, Pasteurella, Erysipelotrix-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე შერეული ინფექციური დაავადებების და ვირუსული დაავადებების დროს გვერდითი ინფექციების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 1მლ მინის ამპულაში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება პერორალურად, 0,10მლ/კგ ც.წ-ზე ან 0,5ლ პრეპარატი 1000ლ სასმელ წყალთან განზავებული, 3 დღის განმავლობაში. სალმონელოზის დროს – 5 დღის განმავლობაში.
ხსნარს ამზადებენ დღე-ღამური წყლის მოთხოვნილების გათვალისწინებით, მიიღება მხოლოდ პრეპარატის შემცველი წყალი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას 5-20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.