ოქსიტეტრაციკლინი 200 / Oxytetracycline 200

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი, თხა.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა:
1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატს 200 მგ;

 

გამოყენების ჩვენებები:

 

გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ბრონქოპნევმონიის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და სხვა ინფექციური დაავადებების აღმძვრელი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მგრძნობიარეა ოქსიტეტრაციკლინის მიმართ.

 

გამოშვების ფორმა: 10მლ, 50მლ და 100მლ გაუმჭირვალე მინის ფლაკონში, ჰერმეტულად დახუფული საცობებით და შემოფარგლული ალუმინის ჩაჩებით.

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში დოზით (20 მგ/კგ ც.წ-ზე) 1 მლ პრეპარატი 10 კგ ც.წ-ზე, 3 დღეში ერთჯერ.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

 

გახსნილი ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას მთლიანად ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ