ცეფტივილი / Ceftivil

წამლის ფორმა:  საინექციო სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება,   ცეფალოსპორინების  ჯგუფის ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ცეფტივილის ჰიდროქლორიდს, ექვივალენტური 50მგ ცეფტიოფურის.


გამოყენების ჩვენებები


 ცეფტივილის საინექციო სუსპენზია, გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორების სასუნთქი სისტემის და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ცეფტიოფურის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.


 გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის ინფექციური დაავადებებისა და პნევმონიის სამკურნალოდ, როგორიცაა:


- რესპირატორული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია  Mannheimia sp-iT(Mannheimia haemolytica), Pasteurella multocida-iT, Heamophillus somnus-ით;


- მწვავე ჩლიქთაშორისი ნეკრობაცილოზის შემთხვევაში (პოდოდერმატიტი), რომელიც გამოწვეულია Fusobacterium necrophorum და Bacterio des-melaninogenicusით;


- მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტის დროს, რომელიც  E.coli-ით, Arconobacterium pyogenes-ით და Fusobacterium necrophorum-ით.

 ღორების ბაქტერიული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ასოცირებულია Mannheimia hemoytica-თან, Actinobacillus peuropneumoniae-თან და Streptococcussuis-თან.


გამოშვების ფორმა: 50მლ, 100მლ და 250მლ ფერადი შუშის ბოთლებში და მუყაოს კოლოფებში.


გამოყენების წესი და დოზირება


ფარმაკოლოგიური დოზა:


მსხვილფეხა პირუტყვი –პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ,  1მგ/კგ ც.წ-ზე;
ღორი –კუნთში 3მგ/კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, მკურნალობის ხანგრძლიობაა 3 დღე.


პრაქტიკული დოზა:


მსხვილფეხა პირუტყვი –კუნთში ან კანქვეშ, 1მლ/50კგ ც.წ-ზე;
ღორი- კუნთში 1მლ/16კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, მკურნალობის ხანგრძლიობაა 3 დღე. ისეთ შემთხვევებში, როცა ვერ მოხერხდება შედეგის მიღწევა, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2 დღე.


როცა უფრო დიდი მოცულობების გამოყენებაა საჭირო, მთლიანი დოზა უნდა დაიყოს 15მლ-ის ოდენობით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი ძლიერად, რომ სუსპენზიამ ერთგვაროვანი სახე მიიღოს.


უკუჩვენებები გააჩნია ინტრავენურ მიღებას.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ