ანტიმედი / ANTIMED

ანტიმედი 0.5% - სედაციური ეფექტის სწრაფი ნეიტრალიზატორი ცხოველებისთვის

 

სამკურნალო პრეპარატის სავაჭრო დასახელება:    ანტიმედი 0,5% (Antimedi 0,5%)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  Atipamezole hydrochloride

მწარმოებელი კომპანია: შპს“ ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

სამიზნე სახეობა: გარეული ცხოველები, მცოხნავი ცხოველები, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპეციალური ანტაგონისტი, რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტი (α  -2 ანტაგონისტი)

შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს

ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი . . . . . . . . . . . . . .   5 მგ

ნატრიუმის ქლორიდი . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . 9 მგ

ბენზილის სპირტი       . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . 9 მგ

საინექციო წყალი        . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . 1მლ-მდე

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

გამოშვების ფორმა: 10 მლ ყავისფერი მინის ფლაკონი, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ბეჭდით და პოლიპროპილენის ფირფიტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება α 2 - ანტაგონისტთა ჯგუფს.

ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი - ამორჩევით ბლოკავს α2 -რეცეპტორებს (α2- ანტაგონისტი), რომელიც ხელს უწყობს ნეირომედიატორის ნორადრენალინის გათავისუფლებას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. შედეგად ხდება ნეირონული აქტივობის ზრდა და შესაბამისი სიმფათეტიკური  ნერვული სისტემის გააქტიურება.  რაც თავიდან აარიდებს მედეტომიდინის (მედამინის) და დექსმედეტომიდინის მოქმედებით გამოწვეულ გააქტიურებული α2- რეცეპტორების  ეფექტს.

ატიპამეზოლს სწრაფად მოჰყავს ცხოველი ნორმაში, ცხოველები იღვიძებენ და შეუძლიათ სიარული. ატიპამეზოლის ზემოქმედება სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა ორგანოებზე არის უმნიშვნელო, მაგრამ, როდესაც ინიშნება სედაციური საშუალების (α 2- აგონისტების) შემდეგ, იზრდება სიმფათეტიკური მოქმედება გამოხატული გულისცემასა და არტერიულ წნევაში.

ატიპამეზოლის ჰ/ქ კუნთში ინექციის შემდეგ სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში 10-15 წუთში აღწევს, ნახევრად გამოყოფის დრო დაახლოებით 1 სთ. ატიპაზოლის ჰიდროქლორიდი იჟანგება, მეტაბოლიზდება ღვიძლში, მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება თირკმელებში, ძირითადად გამოიყოფა  შარდით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ანტიმედი გამოიყენება იმომედინის (მედეტომიდინის ჰ/ქ) ან დოქსმედეტომიდინის გამოყენების შემდეგ გამოწვეული:

- სედაციური და ანელგეზიური მოქმედების გასანეირტალებლად;

-  ასევე საჭიროების შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოებზე გამოხატული  გვერდითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში (IM), ერთჯერადად, იმომედის (მედეტომიდინის ჰ/ქ) ინექციიდან 15-წუთის შემდეგ და არაუგვიანეს 60 წუთის განმავლობაში. ჩვეულებისამებრ იმომედის გამოყენებით გამოწვეული სედაციური მდგომარეობა იხსნება და ცხოველის მდგომარეობა ნორმალიზდება ანტიმედის ინექციიდან 5-10 წუთში. ცხოველის დათრგუნული მდგომარეობის გახანგრძლივებისას დასაშვებია პრეპარატის განმეორებითი ინექცია პირველი მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ.

  • გარეული ცხოველებს, მცოხნავ ცხოველებს, ღორს, ცხენს, ძაღლს - ანტიმედის ოპტიმალური დოზა (მითითებული მკგ/ კგ-ზე) იმომედინის შეყვანილ რაოდენობას 5-ჯერ აღემატება. პრეპარატის დოზა გათვლილია მილილიტრში და იმომედინის (მედეტომიდინის ჰ/ქ) დოზის ტოლია.
  • კატებს - ანტიმედის ოპტიმალური დოზა (მითითებული მკგ/ კგ-ზე), იმომედინის შეყვანილ დოზაზე 2.5-ჯერ მეტი უნდა იყოს. შესაბამისად  დოზა მლ-ში, იმომედინის  შეყვანილი დოზის ნახევრის (½) ტოლია.

ცხოველის სახეობა

მედეტომიდინის ჰ/ქ დოზა

ანტიმედის დოზა

გარეული და მცოხნავი ცხოველები, ღორი, ცხენი, ძაღლი

0,4 მლ/10 კგ

0,4/მლ/10კგ

კატა

0,4 მლ/5კგ

0,2მლ/5კგ

 

განსაკუთრებული მოქმედება პრეპარატ ანტიმედის პირველი გამოყენებისა და მოხსნის დროს არ არის დადგენილი.

 ანტიმედი ასევე გამოიყენება მედეტომიდინის ჰ/ქ-ისა და კეტამინის კომბინაციის დროს ცხოველთა გამოღვიძებისთვის ზოგადი ანესთეზიის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ანტიმედის დოზა არის იგივე. ანტიმედის ინექცია შეიძლება მიღებულ იქნას კეტამინის ინექციიდან არა უადრეს 30-დან 40 წთ-ის შემდეგ.

გვერითი ეფექტები:

ძაღლებს, ანტიმედის მიღების შემდეგ პირველი 10 წუთის განმავლობაში აღენიშნება ჰიპოტენზიური ეფექტი. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ღებინება, დეფეკაციის, ხანმოკლე ქოშინი და კუნთების ტრემორი.

 კატებს პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია განუვითრადეს ჰიპოთერმია.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ცხოველებს აღენიშნოთ გარდამავალი ჰიპერაქტიურობა და ტაქიკარდია. სიმპტომები ზოგადად ზომიერია და გაივლის რამდენიმე საათში.

კატებში ჰიპერაქტიურობის დროს აუცილებელია გარე მასტიმულირებელი ეფექტის მინიმიზაცია. ანტიმედის ჭარბი დოზირებით გამოწვეულ სიმპტომებს თავიდან აარიდებს მედამინის (მედეტომიდინის ჰ/ქ) ნახევარი დოზის გამოყენება.

უკუჩვენებები

ანტიმედის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ანტიმედი  არ გამოიყენება სხვა სედაციური პრეპარატების მოქმედების აღმოსაფხვრელად.

ანტიმედის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ღვიძლით დაავადებული ცხოველებისთვის.

პირადი პროფილაქტიკური ღონისძიებები

პრეპარატთან მუშაობისას დაიცავით პირადი ჰიგიენისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამკურნალო პრეპარატთან მუშაობას. მუშაობის დასრულების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.

პრეპარატის კანთან და თვალის ლორწოვან გარსთან შემთხვევითი კონტაქტის დროს, უცბად ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით.

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ადამიანებმა თავი აარიდონ პრეპარატთან პირდაპირ კონტაქტს. ალერგიული რეაქციის გამოვლენისა ან პრეპარატის შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ან ეტიკეტი).

შენახვის პირობები

 საინექციო ხსნარი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე,  ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი, ფლაკონის გახსნიდან ვარგისია არაუმეტეს 28 დღე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ვადის გასვლის შემდეგ გაუხარჯავი სამკურნალო პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

 

მწარმოებელის მისამართი:  საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ