ვილმექტინ–F / Vilmectin-F

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი.


მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს: ივერმექტინს 10მგ; კლორსულონს 100მგ.


გამოყენების ჩვენებები


ვილმექტინ-F ფართო სპექტრის ენდო და ექტოპარაზიტული ეფექტის მქონე პრეპარატია. იგი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის ენდო და ექტო პარაზიტებისაგან თავდაცვისა და მკურნალობის მიზნით.


მსხვილფეხა პირუტყვი:


ტრემატოდები: Fasciola Hepatica (მატლობის ფორმაში), F. Gigantica (მატლობის ფორმაში);


კუჭ-ნაწლავის ჭიები: Ostertagia spp, Haemonchus placei, Trichostrongylus spp., Cooperia spp., Oesophagostomum radiatum, Nematodirus spp., Strongylodes papillosus., Chabertia ps,. Bunostomum phlebotomum.

ფილტვის ჭიები: Dictycaulus viviparous.


გარე პარაზიტები:
Hypoderma bovis, Hypoderma lineatium larva, ტკიპები, ქეცის გამომწვევები და ტილები.


გამოშვების ფორმა:
20მლ, 50მლ, და 100მლ მინის ფლაკონსა და მუყაოს კოლოფში.


გამოყენების წესი და დოზირება


პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ კანქვეშ.


თუ ვეტერინარის მიერ სხვა ფორმით არ არის დანიშნული, მაშინ ივერმექტინის დოზა შეადგენს 1მლ (0.2მგ/კგ) 50კგ ც.წ-ზე.


კლორსულონი: 1მლ (2მგ/კგ) 50კგ ც.წ-ზე.


მსხვილფეხა პირუტყვი:


               სხეულის წონა          დოზა


                  50კგ                        1მლ
                  100კგ                      2მლ
                  150კგ                      3მლ
                  200კგ                      4მლ
                  250კგ                     5მლ
                  300კგ                     6მლ
                  400კგ                     8მლ
                  500კგ                     10მლ


თუ დოზა 10მლ-ზე მეტია, მაშინ ინექცია უნდა გაკეთდეს ორ სხვადასხვა ადგილას.


შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25°C-ზე


ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ