ბიომეტრიგენ სპრეი 25მლ

ბიომეტრიგენი, 8 მგ/მლ

საშვილოსნოსშიდა გამოყენების ხსნარი

სხვილფეხა პირუტყვისა და ცხენებისთვის

გენტამიცინი (Gentamicin)

 

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: გენტამიცინი 8 მგ (ექვივალენტურია 12,864 მგ გენტამიცინის სულფატს)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E219) 1.8 მგ; ნატრიუმის პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი (E217) 0.2 მგ; ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223) 3.2 მგ; ფერი: ბრილიანტის ლურჯი FCF (E133) 0.034 მგ

 

ჩვენებები

მეტრიტის, ცერვიციტის, პიომეტრის, პლაცენტის შეკავებასთან დაკავშირებული ინფექციებისა და სხვა საშვილოსნოს ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

 

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებიც ჰიპერმგრძნობიარეა ამინოგლიკოზიდების და/ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები

არ არის  ცნობილი. თუ რაიმე არასასურველი რეაქცია იქნა გამოხატული ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ან შეამჩნევთ რაიმე გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში (მათ შორის სიმპტომები ადამიანებში, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქტთან კონტაქტის შედეგად), უნდა აცნობოთ კომპეტენტურ ვეტერინარს.

 

ცხოველთა სამიზნე სახეობები

მსხვილფეხა პირუტყვი (ძროხა), ცხენი (ჭაკი)

 

დოზირება თითოეული სახეობისთვის, მიღების გზ და მეთოდი.

შეყვანის გზა: საშვილოსნოსშიდა.

ძროხა და ჭაკი: 200 მგ გენტამიცინი ცხოველზე (ექვინალენტურია 25 მლ პროდუქტის/ცხოველზე), ერთჯერადად

უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული გარე ორგანოების დეზინფექცია. საშვილოსნოში ათავსებენ კათეტერს, რაზეც ემაგრება წამლის შემცველი კონტეინერი და შეჰყავთ საშვილოსნოში სარქვლის თავზე დაჭერით, სანამ კონტეინერი მთლიანად არ დაიცლება.

 

ლოდინის პერიოდი

მსხვილფეხა პირუტყვი: საკვები ქსოვილები - ნული დღე, რძე - ნული დღე.

წამლით დამუშავებული ცხენები უნდა მოინიშნოს, როგორც ცხოველის სამკურნალო წიგნში, ასევე რეგისტრირებული ცხენების თანმხლებ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში), რომ არ არის განკუთვნილი ადამიანთა მოხმარებისათვის.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

დალუქული შეფუთვა: დაიცავით მზისგან და არ ექვემდებარება ზემოქმედებას 50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სპეციალური გაფრთხილებები

სპეციფიკური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის:

თუ საშვილოსნოში დიდი რაოდენობით ჩირქი და ნეკროზული ქსოვილია, ისინი უნდა ამოღებულ იქნას შეყვანამდე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ანტიბიოტიკების მგრძნობელობის ტესტს.

პროდუქტის გამოყენებამ, რომელიც არ შეესაბამება CHPLW-ში მოცემულ ინსტრუქციას, შეიძლება გაზარდოს გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელება და შეამციროს სხვა ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის ეფექტურობა ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების გამო.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირებისთვის, რომლებიც აწვდიან ცხოველებს ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებს:

ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას უნდა ატაროთ დამცავი ტანსაცმელი, რომელიც შედგება სათვალეების, ხელთათმანების და წინსაფრისგან.

კანთან ან თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. დაიბანეთ ხელები პრეპარატის გამოყენების შემდეგ.

არ მოწიოთ, არ ჭამოთ ან დალიოთ წამლის მომზადებისა და გამოყენების დროს. თუ კანი გაწითლდა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და აჩვენეთ მას შეფუთვაში მოთავსებული ანოტაცია.

სახის, ტუჩების და თვალების შეშუპება მიუთითებს სერიოზულ სიმპტომებზე და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

 

მაკეობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები არ ვრცელდება მაკე ცხოველებზე.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეთაკრინის მჟავასთან, ფუროსემიდთან, პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან.

 

ზედოზორება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები): უცნობია

 

ძირითადი ფარმაცევტული შეუთავსებლობა: უცნობია

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული წამლის ან ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ვეტერინარს გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების გზების შესახებ. ისინი უკეთ დაიცავენ გარემოს.

 

გამოშვების ფორმა: მუყაოს ყუთში მოთავსებულია 25 მლ-იანი 10 ჰერმეტულად დალუქული კონტეინერი და 10 კათეტერი.

მწარმოებელი: Biowet Drwalew, პოლონეთი

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ