ორასელ E (Orasel E)
სელენის და ვიტამინი E-ს კომბინაცია
შემადგენლობა: ნატრიუმის სელენიტი 410 მგ, ვიტამინი E: 210.000 მგ, A, D3 ვიტამინები და სხვა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვლევები ადასტურებს, რომ მინერალებისა და ვიტამინების ცხოველებში პერორალურად მიღება უფრო ეფექტურია, ვიდრე ინექციები. იგივე ეხება სელენს, რადგან ის ორგანიზმში ცირკულირებს ცილებთან შეკავშირებით.
სელენისა და E ვიტამინის დეფიციტი მოზარდ ცხოვებში როგორიცაა: ბატკნები, ციკნები, კვიცი და ხბოები, იწვევს თეთრკუნთოვან დაავადებას, რომელსაც თან ახლავს კუნთების გაფერმკრთალება და გათეთრება, რაც უარყოფითად მოქმედებს ზრდა-განვითარებაზე. გარდა ამისა, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან სხვა დაავადებების მიმართ.
ზრდასრული ცხოველებში სელენისა და E ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობაზე, იმუნურ სისტემაზე. სელენისა და E ვიტამინის ნაკლებობა ზრდის მასტიტისა და მეტრიტის განვითარების შემთხვევებს.
ორასელ E შემადგენლობაში E ვიტამინისა და სელენის გარდა, ის ასევე შეიცავს A და D ვიტამინებს, რომლიც ეფექტურია მოზარდი ცხოველების ზრდა-განვითარებისთვის.
გამოყენების ჩვენებები:
მარტივი გამოყენება, ნაკლები სტრესი და ბევრად უფრო უსაფრთხოა ცხოველებისთვის. არ არსებობს ინექციის ადგილას აბსცესების რისკი.
მოზარდი ცხოველები: ბატკნები, ციკნები, ხბოები: ვიტამინი E და სელენი აუცილებელია კუნთების განვითარებისთვის, კუნთების ჯანსაღი სტრუქტურისა და დაავადებებისადმი მდგრადობისთვის, ასევე ვიტამინები A და D, რომლებიც აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის (დაბალანსებული ფორმულით).
ზრდასრული ცხოველები, როგორიცაა ცხვრები, თხები, ძროხები: ვიტამინი E და სელენი, ასევე A და D ვიტამინები ეფექტურია ზრდისა და განვითარების, პროდუქტიულობისთვის, ის ხელს უშლის სელენით გამოწვეულ აბორტის განვითარებას ცხვრებში.
დოზირების რეჟიმი:
გამოყენების დროს, ბოთლი უნდა დაფიქსირდეს თავდაყირა, აპლიკატორი თავსდება პირის ღრუში და მექანიზმზე ხელის მოჭერით პრეპარატი ეძლევა ცხოველს. (თითოეული შესხურება შეადგენს 1 მლ).
ბატკნებს პრეპარატი ეძლევათ ძუძუთი კვების დროს და მუცლადმყოფის პერიოდში მე-3 თვიდან.
გაფრთხილება:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. გადაატრიალეთ ბოთლი თავდაყირა, რამდენჯერმე გამოიყენეთ აპლიკატორი რათა დარწმუნდეთ, რომ შიგთავსი იფრქვევა. არ მისცეთ ცხოველებს გადაყლაპვის რეფლექსის გარეშე.
პროდუქტის ვარგისიანობის ვადა: 18 თვე წარმოების დღიდან.
შეფუთვა: 100 მლ შპრიცი
მწარმოებელი: Royal Ilac