დელტა პურ-ონ (Delta Pour-On)
გარეგანი (ადგილობრივად) გამოყენების ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინსექტოაკარიციდული დამუშავებისათვის.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: დელტამეტრინს 10 მგ,
გარეგნული აღწერა: უფერო,მოყვითალო ან ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე, ერთგვაროვანი, ოდნავ ბლანტი ხსნარი, დამახასიათებელი სუნით
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მაღალი ეფექტურობის მქონე ინსექტიციდური საშუალებაა, იგი მიეკუთვნება სინთეზური პირეტროიდების ჯგუფს. ახასიათებს მწვავე ინსექტო-ციდური და რეპელენტური მოქმედება ექტოპარაზიტების (მუნის ტკიპების, იქსოდიდური ტკიპების, ქავანების, რწყილების, ტილების, ბუზების, კოღოებისა და სხვ) მიმართ.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ნერვული იმპულსების გადაცემის ბლოკირებას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, პარაზიტის დამბლას და სიკვდილს.
პრეპარატი ორგანიზმზზე ზემოქმედების მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიში ნივთიერებების მე-3 კლასს. რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ადგილობრივ გამაღიზიანებელ, რეზორბციულ-ტოქსიკურ ან ალერგიულ მოქმედებას. ეფექტურია ფოსფორ და ქლორორგანული ნაერთების მიმართ რეზისტენტული ექტოპარაზიტების წინააღმდეგ.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექტოპარაზიტების (მუნის ტკიპების, იქსოდიდური ტკიპების, ქავანების, რწყილების, ტილების) გასანადგურებლად. პრეპარატს ასევე ახასიათებს რეპელენტური მოქმედება მფრინავი მწერების წინააღმდეგ.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენება ავადმყოფ, დასუსტებულ, ჯანდაკ ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი არ აღინიშნება.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას (ქავილი, სიწითლე) მკურნალობა უნდა შეწყდეს, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ანტიჰისტამინური და სიმპტომური თერაპია.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატი გამოიყენება ცხოველის გარეგანი დამუშავებისთვის, ხერხემლის გასწვრივ (ზურგის შუა ხაზიდან მინდაოსა და კუდის გაყოლებით) დაწვეთების მეთოდით, წვრილწვეთოვანი სპეციალური მოწყობილობების (ნახევრადავტომატური შპრიცი, ჟანეს შპრიცი ან ერთჯერადი შპრიცი) გამოიყენებით. პრაქტიკული დოზით: მოზარდეულს: 10 მლ/100კგ (1 მლ / 10 კგ) ცოცხალ წონაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს: 200 და მეტ კგ ცოცხალ წონაზე, არაუმეტეს 20 მლ-სა.
მკურნალობის მიზნით: მკურნალობენ მხოლოდ დაინვაზირებულ ცხოველებს, საუკეთესო შედეგი მიიღწევა გაზაფხულზე (საძოვარზე გაყვანის წინ), ერთჯერადი დამუშავებით.
პრეპარატის დამცავი ეფექტი გრძელდება დამუშავებიდან მინიმუმ 30 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით ცხოველები უნდა დამუშავდნენ ჰიპოდერმატოზის გამომწვევი პარაზიტების ფრენის სეზონზე, ზაფხულის თვეებში ან ინტენსიური დატკიპიანების დროს 4-6 კვირის ინტერვალით.
მასობრივი დამუშავებების წინ სასურველია პრეპარატი შემოწმდეს 3 - 5 სხვადასხვა ასაკისა და კონდიციის ცხოველზე. თუ 48 საათის განმავლობაში გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება — შეგიძლიათ განაგრძოთ მთლიანი ნახირის დამუშავება.
განსაკუთრებული მითითებები:
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამიზნე სახეობებში გამოყენებისას:
პრეპარატის სპეციფიკური ეფექტები მისი პირველი გამოყენების ან მოხსნის დროს არ არის დადგენილი. მოერიდეთ შემდეგი დამუშავების გამოტოვებას, რადგან ამან შეიძლება შეამციროს თერაპიული ეფექტი. ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი გამოყენება რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს, შემდგომ ეტაპზე მკურნალობას შორის ინტერვალი არ უნდა შეიცვალოს.
სპეციალური სიფრთხილის ზომები, რომელიც უნდა დაიცვას პირმა, რომელიც ვეტერინარული პრეპარატის გამოყენებას ანხორციელებს ცხოველზე: პრეპარატთან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენის და ვეტერინარიულ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები.
თუ პრეპარატი მოხვდება კანზე ან თვალებზე — დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. სამუშაოს დასრულების შემდეგ სახე და ხელები უნდა დაიბანოთ საპნითა და თბილი წყლით.
ცარიელი ბოთლები საყოფაცხოვრებო დანიშნულებით არ გამოიყენება — ექვემდებარება განადგურებას.
მაკეობა, ლაქტაცია
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მაკეობის ბოლო მესამედში.
ახალშობილების გამოკვების ეტაპზე პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას განსაზღვრავს ვეტერინარი ექიმი სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.
ზედოზირება: დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის დადგენილი
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სხვა ინსექტიციდებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
დაყოვნების პერიოდი:
ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის გამოყენებიდან არა უადრეს 24 საათისა.
რძის საკვებად მიღება ნებადართულია შეზღუდვის გარეშე. რძე - ნული დღე.
შენახვის პირობები: ინახება მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, არაუმეტეს 5-30 ℃ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში — 3 წელი წარმოების დღიდან.
ვადაგასული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
განადგურება: გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გამოშვების ფორმა: პრეპარატი დაფასოებულია 100 მლ და 1,0 ლ ოდენობით თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოთლში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მხოლოდ ცხოველების სამკურნალოდ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ექტოპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება; ATC vet code: QP53AC11
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8