კლოქსამაქსი

კლოქსამაქსი  არის ინტრაცისტერნალური ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ. ამოქსიცილინისა და კლოქსაცილინის კომბინაცია უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მოქმედებას და ხანგრძლივ ეფექტს.

სამიზნე სახეობა

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

  • წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს:

  • ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი – 25 მგ

  • კლოქსაცილინის ნატრიუმი – 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

  • ვაზელინი

  • მზესუმზირის ზეთი

აღწერა

თეთრი ან მოყვითალო ფერის ზეთოვანი სუსპენზია, დამახასიათებელი სუნით. დაყოვნებისას შესაძლებელია ფენებად დაყოფა.

გამოყენების ჩვენებები

კლოქსამაქსი გამოიყენება:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ;

  • წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

  • ინტრაცისტერნალურად 10 მლ ცურის თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ყოველ 12–24 საათში ერთხელ.

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი

  • ინტრაცისტერნალურად 5 მლ ცურის თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ყოველ 12–24 საათში ერთხელ.

მშრალობის პერიოდში

  • 10 მლ ინტრაცისტერნალურად თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ბოლო მოწველიდან 10–14 დღის შემდეგ.

შეყვანის წესი:

პრეპარატის შეყვანამდე დაზიანებული მეოთხედი უნდა გათავისუფლდეს შიგთავსისგან (რძე უნდა განადგურდეს), დვრილი დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით. კათეტერი ფრთხილად შეიყვანეთ დვრილის არხში, შეიყვანეთ პრეპარატი, შემდეგ დვრილის სადინარი მოუჭირეთ 1–2 წუთის განმავლობაში და ჩაატარეთ მსუბუქი მასაჟი.

ლოდინის პერიოდი

  • რძე: საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ.


გამოშვების ფორმა

  • 10 მლ ერთდოზიანი პოლიეთილენის შპრიცი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 10–20°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი

მწარმოებელი: შ.პ.ს ბიოტეკსი, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ