წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, ხბო, ღორი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: პრეპარატი აც 555 - კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება ამოქსიცილინი და ციპროფლოქსაცინი.
1 გ ფხვნილი შეიცავს: ციპროფლოქსაცინს 200მგ; ამოქსიცილინს 100მგ;
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი – აც 555 მოიცავს ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა. გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ისეთი დაავადებების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია: Salmonella, Pasteurella, Clostridum, Staphylococcus, Streptococcus, Haemophilius და სხვა მიერ.
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად გაიწოვება ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფართოდ ვრცელდება ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალურ კონცეტრაციას აღწევს და ნარჩუნდება 6 საათის, ხოლო თერაპიულ კონცეტრაციას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში
პრეპარატი - აც 555 გამოიყენება ყველა სახის შინაურ ფრინველში შემდეგი დაავადებების დროს:
- სასუნთქი გზების ინფექციების (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სიტემის ინფექციების;
- ფრინველის ქოლერის;
- ქირურგიული ინფექციების, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების;
- კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და მიკოპლაზმოზის სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში; 1გ ლამინირებულ ქაღალდის პაკეტში და 50გ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება პერორალურად, გახსნილი სასმელ წყალში.
ფრინველი - 1გ - 4ლ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში.
ხბო, ღორი - 1გ 20კგ ც.წ-ზე დღეში 2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.