წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: ფრინველი, ინდაური, გოჭი, ხბო, ბატკანი, თიკანი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1გ შეიცავს: ტილოზინის-ტარტრატს 1000მგ.
გამოყენების ჩვენებები:
ტილოზინ ტარტრატის ფხვნილი გამოიყენება:
ფრინველი – რესპირატორული მიკოპლაზმოზის და ინდაურის ინფექციური სინუსიტის, წიწილების და ინდაურების ქრონიკული რესპირატორული ინფექციების, ქათმების და ინდაურების სპიროქეტოზის, ნეკროზული ენტერიტის და ქათმების გადამდები სურდოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გოჭი – დიზენტერიის, ბაქტერიული ეტიოლოგიის გასტროენტეროკოლიტის, ასევე ბრონქოპნევმონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ხბო, ბატკანი, თიკანი – ტილოზინისადმი მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული დიზენტერიის, გასტროენტეროკოლიტის, ბრონქოპნევმონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გამოშვების ფორმა: 0.5გ, 25გ პოლიეთილენის ფლაკონში და 250გ პოლიეთილენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ეძლევა პირუტყვს და ფრინველს პერორალურად სასმელ წყალთან ერთად. პროფილაქტიკისა და მკურნალობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ანტიბიოტიკიანი წყალი.
პრეპარატს წინასწარ ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში და ეს წყალი ემატება პრეპარატს და არა პირიქით. მომზადებულ ხსნარს ხსნიან წყალში საჭირო კონცენტრაციის მიღებამდე.
რესპირატორული მიკოპლაზმისა და ინფექციური სინუსიტის პროფილაქტიკისათვის პრეპარატს უნიშნავენ შემდეგი კონცენტრაციით:
1გ ტილოზინის ტარტრატი 2ლ სასმელ წყალში 3-5 დღის განმავლობაში ასეთი მიმდევრობით:
სანაშენე ფრინველი – გამოჩეკიდან პირველ 72 საათის განმავლობაში სასმელ წყალში უმატებენ ტილოზინის ტარტრატის 35გ ყოველ 1000 წიწილაზე. 0,5გ (ნახევარი ჩაის კოვზი) 1ლ სასმელ წყალზე. პროფილაქტიკას ატარებენ 1-3 დღის განმავლობაში.
ერთი თვის ასაკში განმეორებით აძლევენ იგივე დოზას 1-3 დღის განმავლობაში.
9-12 კვირის ასაკში პროფილაქტიკის მიზნით ატარებენ მე-3 დამუშავებას, რისთვისაც პრეპარატის 0,5გ ხსნიან 1ლ სასმელ წყალში. პროფილაქტიკას ატარებენ 1-3 დღე. ასეთივე შეფარდებით ატარებენ პროფილაქტიკას 18-20 კვირის ასაკში.
მეკვერცხული ჯიშის სამრეწველო ფრინველი - პროფილაქტიკის მიზნით ამუშავებენ გამოჩეკიდან 72 საათის განმავლობაში, შემდეგ 4 კვირის ასაკში და მესამე დამუშავებას ატარებენ, როცა ფრინველი 84-85 დღისაა.
ბროილერი - პროფილაქტიკის მიზნით პირველი დამუშავება ტარდება გამოჩეკვიდან 72 საათის განმავლობაში, განმეორებით 28-29 დღის ასაკში.
ქათმების რესპირატორული მიკოპლაზმოზით, ქრონიკული რესპირატორული ინფექციით, სპიროქეტოზით, ნეკროზული ენტერიტით ან ინფექციური სურდოთი დაავადების შემთხვევაში მკურნალობას ატარებენ 3-5 დღის განმავლობაში. 0,5გ პრეპარატი 1ლ სასმელ წყალზე.
ინდაური - პირველი 5 დღის განმავლობაში ეძლევა 12,5 გ ტილოზინის ტარტრატი, 0,5გ (ნახევარი ჩაის კოვზი) 1ლ სასმელ წყალში განზავებით, 1-3 დღის განმავლობაში. ერთი თვის ასაკში განმეორებით დამუშავებას აწარმოებენ შემდეგი გაანგარიშებით: 7,5გ ყოველ 100 ინდაურზე, პროპორციით 0,5გ 1ლ სასმელ წყალზე.
ასეთი პროფილაქტიკა საკმარისია 16 კვირის ასაკში. ინდაურების რესპირატორული მიკოპლაზმოზით, ქრონიკული რესპირატორული ინფექციით, სპიროქეტოზით, ნეკროზული ენტერიტით ან გადამდები სურდოთი დაავადების შემთხვევაში პრეპარატს აძლევენ შემდეგი გაანგარიშებით: პრეპარატის 0,5 გ 1ლ სასმელ წყალზე არაუმეტეს 5 დღისა.
გოჭი - დიზენტერიის და გასტროენტერიტების სამკურნალოდ ტილოზინის ტარტრატს უნიშნავენ შემდეგი კონცენტრაციით: 0,25გ (1/4 ჩაის კოვზი) ანტიბიოტიკი 1ლ სასმელ წყალზე 3-10 დღის განმავლობაში (2-12მგ/კგ-ზე გაანგარიშებით), დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ხბო, ბატკანი, თიკანი – გასტროენტეროკოლიტის, დისპეფსიის და ბრონქოპნევმონიის მკურნალობისათვის პრეპარატს ხსნიან შემდეგი შეფარდებით: 1გ ანტიბიოტიკი 1ლ სასმელ წყალში გახსნილი (6-15მგ/კგ-ზე გაანგარიშებით) 3-8 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.