პასტერელოზის და ემფიზემატოზური კარბუნკულის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა
საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, კამეჩი, ხბო.
შემადგენლობა: ყოველი დოზა (3მლ) შიეცავს: ჰემორაგიული სეპტიცემიის და ემფიზემური კარბუნკულის ანტიგენს.
გამოყენების ჩვენებები:
მსხვლფეხა პირუტყვის, კამეჩის და ხბოების ჰემორაგიული სეპტიცემიის (პასტერელოზის) და ემფიზემური კარბუნკულის პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზები
პირველადი აცრა ტარდება 6 თვის ასაკიდან შემდეგი დოზით: 3 მლ ერთჯერადი დოზირებით. ინექცია კეთდება კანქვეშ. ინექციის ადგილი წინასწარ კარგად უნდა დამუშავდეს რათა გამოირიცხოს კონტამინაცია. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა: 90 მლ პოლიპროპილენის ფლაკონში.
რევაქცინაციის რეჟიმი: არაკეთილსაიმედო კლიმატურმა პირობებმა ისეთი როგორიცაა არასეზონური წვიმები, ქარი და სხვა შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების სტრესი, ამიტომ უმჯობესია რევაქცინაცია მოხდეს შესაფერისი კლიმატური პირობების დროს.
დოზის გადაჭარბება არ იწვევს უარყოფით ეფექტს. ორმაგი დოზაც უსაფრთხოა ცხოველებისთვის.
პრეპარატის გამოყენება მაკეობის დროს:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მაკეობის დროს, თუმცა სიფრთხილით უნდა იქნეს მოხმარებული მაკეობის პირველ პერიოდში, რათა ადგილი არ ქონდეს ნაყოფის ნაადრევ მოგდებას.
შენახვის პირობები და ვადა
ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს 2-80C. დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა. ვაქცინა უნდა ინახებოდეს მშრალ, ბნელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: რეკომენდირებული შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდან 24 თვის განმავლობაში.
მწარმოებელი ქვეყანა: ინდიან იმუნოლოგიკალ ლიმიტედ, ინდოეთი.