წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, აქლემი, ღორი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი: ბიოტექსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ივერმექტინს 10მგ.
გამოყენების ჩვენებები
საინექციო ხსნარი გამოიყენება ენდო და ექტო პარაზიტების საწინააღმდეგოდ მეცხოველეობაში, მსხვილფეხა პირუტყვის, აქლემის, ცხვრის, თხის და ღორის დასამუშავებლად.
მსხვილფეხა პირუტყვი, აქლემი: ენდო და ექტო პარაზიტების საწინააღმდეგოდ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები Ostertagia ostertagi, O.lyrata, Haemonchus placei, Trichostrongylus axei, T. colubriformis, Cooperia oncophora, C. Punctata, C. pectinata, Oesophagostomum radiatum, Bunostomum phlebotonum (მხილოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus helvetianus (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), N Nematodirus spathiger (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).
ფილტვის ნემატოდები - Dictyocaulus viviparus (ზრდასრული ფორმები და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჭიები).
მატლები (პარაზიტობის სამ სტადიაში) - Hypoderma bovis, Hypoderma lineatum.
მწოველი ტილები - Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus.
ტკიპები - Sarcoptes scabiei, Psoroptes bovis (bovis).
ღორი – ექტო და ენდო პარაზიტების საწინააღმდეგოდ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები (ზრდასრული და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჰელმინთები) –Askarida suum, Hyostrongylus rubidus, Oesophagostomum spp. (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).
ფილტვის ნემატოდები – Metastrongylus spp. (ზრდასრული ფორმები).
ტილები: Haematopinus suis; ტკიპები: Sarcoptes scabiei.
ცხვარი, თხა: ენდო და ექტო პარაზიტების საწინააღმდეგოდ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთები (ზრდასრული და განუვითარებელი) Haemonchus contortus, Ostertagia circumcincta, O.trifurcata, Trichostrongylus axei (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), T.vitrinus (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), T. colubriformis, Nematodirus filicollis, Cooperia curticei, Oesophagostomum columbianum, O. venosum, Chabertia ovina, Truchuris ovis (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), ფილტვის ნემატოდები (ზრდასრული ფორმები და განუვითარებელი): Dictyocaulus filaria, Protostrongylus rufescens.
ცხვრის ბორა: Oestrus ovis (მატლობის ყველა სტადიაში).
ტკიპები: Sarcoptes scabiei, Psoroptes communis (Ovis).
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 5 მლ მინის ამპულაში, 10მლ, 20მლ, 50მლ, 100მლ და 500 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, ერთჯერადად.
მსხვილფეხა პირუტყვი, აქლემი, ცხვარი და თხა – 1მლ ბიომექტინის საინექციო ხსნარი შეჰყავთ 50 კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,2მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე).
ღორი – 1,5მლ ბიომექტინის საინექციო ხსნარი შეჰყავთ 50კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,2 მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.