წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 375 მგ, ოქსფენდაზოლს 125მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, ლაქტოზა, პოლიეთილენგლიკოლი 600, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლოვინილპიროლიდონი.
გამოშვების ფორმა:
50 და 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
გამოყენების ჩვენებები
ბიოზან 500-ის შემადგენლობაში შემავალი (ოქსიკლოზანიდი ოქსფენდაზოლი) ორი ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს ცხოველების სრულ დეჰელმინთიზაციას.
პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, პარამფისტომიდოზების, მონიეზიოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვს, ცხვარს და თხას პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად:
– ფარმაკოლოგიური დოზა ოქსიკლოზანიდი 10-15 მგ/კგ ც.წ-ზე, ოქსფენდაზოლი 5-7.5 მგ/კგ ც.წ-ზე.
პრაქტიკული დოზა: - ფასციოლოზი, დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ოსტერტაგიოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ნემატოდიროზი, კოოპერიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ბუნოსტომოზი -
1 ტაბლეტი - 35კგ ც.წ-ზე.
მონიეზიოზი, პარამფისტომიდოზები - 1 ტაბლეტი - 25კგ ც.წ-ზე.
უკუჩვენებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება მსხვილფეხა პირუტყვის მაკეობის პირველ მესამედში, დასუსტებულ და დაავადებულ ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები
სწორი დოზირებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15-250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.