წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: 75მკგ D-კლოპროსტენოლს (ნატრიუმის მარილი), 1მგ ქლოროკრელოზს.
გამოშვების ფორმა
20მლ მინის ფლაკონში. შეფუთვაში ხუთი ფლაკონი.
ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: პროსტაგლანდინები და ჰორმონალური პრეპარატები.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისათვის, პრეპარატი შეჰყავთ კუნთში შემდეგი დოზებით:
დეკეულებსა და ფურებში სქესობრივი ციკლის ინდუქციისათვის: 2მლ გალაპანი (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) სქესობრივი ციკლის ყველა ფაზაში (ძროხებში ხბოს მოგებიდან 40-60 დღის შემდეგ). ახურებაში მოსულ ცხოველებს ანაყოფიერებენ, ცხოველები რომლებიც არ ახურდებიან, პრეპარატი გალაპანი გამეორებით შეჰყავთ იგივე დოზით ბოლო შეყვანიდან მე-11 დღეს.
თუ განაყოფიერება ხდება სქესობრივი ციკლის ნიშნების გამოვლენის გარეშე, ამ შემთხვევაში, ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72 და 96 სთ-ის შემდეგ. დადებითი შედეგის მისაღწევად განაყოფიერება უნდა ჩატარდეს გალაპანის გამოყენების შემდეგ პირველივე ახურების დროს.
ლუტეინური კისტების და პერსისტენტული ყვითელი სხეულის მკურნალობა - 2მლ გალაპანი (150მკგ ალფა-კლოპროსტენოლი)ახურებაში მოსულ ცხოველებს ანაყოფიერებენ. თუ არ ახურდა, გალაპანი შეჰყავთ განმეორებით, იმავე დოზით, პირველი შეყვანიდან 10 დღის შემდეგ და ცხოველს ანაყოფიერებენ პრეპარატის ხელმეორედ შეყვანიდან 72 და 96 სთ-ის შემდეგ.
ენდომეტრიტების ექსუდაციური ფორმების მკურნალობა - 2 მლ (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) სიმპტომატურ თერაპიასთან ერთად.
მაკეობის შეწყვეტა ნაყოფის პათოლოგიის შემთხვევაში (მაკეობის ნებისმიერ სტადიაში) - 2 მლ გალაპანი (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) არაუადრეს მაკეობიდან 270 დღისა.
მშობიარობის მოქმედების ინდუქცია - კუნთში 1მლ გალაპანი (975 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) ნეზვებში მაკეობის არაუადრეს 111 დღისა.
შენახვის პირობები და ვადები
გალაპანი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.