ალქვერნატ ზიკოქცი / Alquernat Zycox
ალქვერნატ ზიკოქცი არის ბუნებრივი საშუალება, მისი გამოყენებით: - მცირდება სიკვდილიანობა და მიღწეულია უკეთესი ეფექტურობის ინდექსი; - მცირდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება; - საკვების კონვერსიის უკეთესი მაჩვენებელი აქვს; - კვერცხმდებლი ფრინველისთვის უმჯობესდება კვერცხის დების მაჩვენებელი, კვერცხის წონა; არ გააჩნია ტოქსიკური ეფექტი, არ აღინიშნება შეუთავსებლობა ან უკუჩვენებები, არ ტოვებს ნარჩენებს და არ არის გარემოსთვის საზიანო
რუმიფოსი / Rumifos
სულადობის შემანარჩუნებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებლი და ზრდის მასტიმულირებელი საშუალება, გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის.
ოლიგოფოსი / Oligofos
საკვებდანამატი “ოლიგოფოსი“ რეკომენდირებულია სას. სამ. ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც პროფილაქტიკური, დამცავი საშუალება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის: - ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები; - ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები; - ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიებით; - ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ, კომბინირებული თერაპიის კომპლექსში; - მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების დროს.
დასი / DAS
საკვები დანამატი "დასი", პერორალური ხსნარი („DAS“, solucion oral), წარმოადგენს ანტიმიკრობულ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ, ანტისტრესულ საშუალებას და გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის საკვები დანამატი წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ენდემური კულტურის (Glycine max) ექსტრაქციის გზით. პროდუქტის მიღების უნიკალური ტექნოლოგია (მოდიფიცირებულ გარემოში მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის მეთოდი) შემუშავებულია ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე.
ელვორ კლასიკი / Elvor klassik
ელვორ კლასიკი არის ხბოების ინტენსიური ზრდისთვის სრულყოფილი რძის შემცვლელი საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის 50%-ზე მეტი ნატურალური რძის პროდუქტი, შრატი. სოიოს ცილის ექსტრაქტი, პალმის ზეთი, ხორბლის ფქვილი, კარტოფილის ცილა, ხორბლის წებოვანა, კოპრის ზეთი.