ეკოციდ С / Ecocid S
google plus

ვეტერინარული ზედამხედველობის ობიექტების დეზინფექციისათვის  და ცხოველების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის
ეკოციდ С -ს მოხმარების ინსტრუქცია


(ორგანიზაცია-მწარმოებელი სს "KRKA ფარმაცევტული ქარხანა, ნოვო მესტო" /  KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია)


I.ზოგადი ინფორმაცია


1.    ეკოციდ С წარმოადგენს სადეზინფექციო საშუალებას ფხვნილის სახით,  1 გრამი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას 500 მგ კალიუმს პეროქსომონოსულფატს (სამმაგი მარილი),  დამხმარე ნივთიერებას: - ნატრიუმის სულფონატის დედოცილბენზონს, ორგანულ მჟავებს (ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის პოლიფოსფატი), საღებავი აზო დიესტაფფი და ციტრონს, ლიმონის სუნით.
2.    ეკოციდ С  წარმოადგენს გრანულირებულ ფხვნილს, ვარდისფერ-ნაცრისფერ ფერში, ლიმონის სურნელით, წყალში იხსნება ადვილად. ეკოციდ С ხსნარს არ გააჩნია კოროზიული აქტივობა არ ავლენს უარყოფით გავლენას დასამუშავებელ ზედაპირებზე.
3.    ეკოციდ С - დაფასოებულია 50 გრამი ლამინირებულ ფოლგაში, 25 ცალად და მოთვსებულია მუყაოს ყუთში; 1 კგ და 2,5 კგ ლამინირებულ ფოლგის პაკეტებში. ეკოციდ С ინახება დახურულ შეფუთვაში, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე, 00C -დან 300C ტემპერატურაზე, ეკოციდ С -ს ვარგისიანობის ვადა პირობების დაცვის შემთხვევაში - 3 წელი დამზადების თარიღიდან. ეკოციდ С-ს შეფუთვის გახსნიდან უნდა  გამოიყენონ არაუმეტეს 28 დღეში. ეკოციდ С-ს სამუშაო ხსნარი ინარჩუნებს თავის აქტივობას 4-7 დღის განმავლობაში.


II.  ბიოლოგიური თვისებები


4. ეკოციდ С  ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით ბაქტერიების, ვირუსების, (ღორის აფრიკული ჭირის და ქათმის გრიპის აღმძვრელის ჩათვლით) და სოკოების მიმართ. გამოირჩევა ძლიერი დამჟანგავი თვისებით. ორგანული მჟავები არაორგანულ ბუფერთან ერთად ქმნიან მჟავე არეს და ოპტიმიზირებენ კალიუმის პეროქსომონოსულფატის მადეზინფიცირებელ აქტიურობას. ასევე ეფექტურია ხისტ წყალში, ორგანული დაბინძურების და გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებშიც.
5. ეკოციდ С  მიეკუთვნება ზომიერად საშიში ნივთიერებების ჯგუფს (საშიშროების 3 კლასი სახ.სტანდარტი 12.1.007-76).  რეკომენდებულ კონცენტრაციაში არ ხასიათდება მასენსიბილიზირებელი და  კანის ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, სუსტად აღიზიანებს ლორწოვან გარსებს.

III. გამოყენების წესი


6.  ეკოციდ С   გამოიყენება პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და დასკვნითი) დეზინფექციისათვის:


•    მეცხოველეობის, მეღორეობის, ნადირსაშენის, მეფრინველეობისთვის განკუთვნილი ფართების, მათ შორის ინკუბატორებში არსებული  ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარისთვის;
•    საკვებდამამზადებელ განყოფილებებსა და მეცხოველეობის სხვა დამხმარე  ობიექტებში, სადაც მოთავსებულია ტექ. აღჭურვილობა და ინვენტარი;
•    ხორცის წარმოებისა და ფრინველის ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი სამრეწველო საწარმოების ფართების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის;  ხორცკომბინატებში სანიტარული სასაკლაოების და სასაკლაო პუნქტების შენობა ნაგებობების დასამუშავებლად, რძის ბლოკები მეცხოველეობის ფერმებსა და კომპლექსებში, კვერცხის შესანახი სათავსების, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქციის და საკვების გადასაზიდი შესანახი კონტეინერებისთვის;
•    ავტოტრანსპორტი, სარკინიგზო ვაგონები და სხვა სახის სატრანსპორტო  საშუალებები, რომელიც გამოიყენება ცხოველების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და პროდუქციის გადასაზიდად;
•    სათავსები, ფართები, შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა და ინვენტარი ცხოველთა მჭიდრო განთავსების ადგილებში (ცხოველებით ვაჭრობისას  ბაზრებზე, გამოფენებზე)
•    ვეტერინარული დანიშნულების (სამკურნალოების, კლინიკების, ლაბორატორიების, ვივარიუმის, თავშესაფრების) დაწესებულებში არსებული აღჭურვილობა, ინვენტარი, ხელსაწყოები და ლაბორატორიული ჭურჭლი;
•    ცხოველების მოვლა-შენახვისათვის განკუთვნილი სადგომის ზედაპირების, გალიების და ინვენტარის დასამუშავებლად (ძაღლების და კატების მოსაშენებელ ობიექტებში, ზოოპარკსა და ცირკში);
•    ცხოველთა დაწყურებისათვის  განკუთვნილი წყლის გაუვნებლობისა და წყალმომარაგების სისტემებისათვის;

7. ეკოციდ С-ს სამუშაო ხსნარით დეზინფექციას ატარებენ ცხოველთა არყოფნის დროს, სველი წესით (მოსხურება, გაწმენდა, ხსნარში ჩაძირვა) ან აეროზოლურად.

8. პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და დასკვნითი) დეზინფექციისათვის ბაქტერიული (ტუბერკულოზის გარდა), ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის ინფექციების დროს, რომელთა აღმძვრელები მიეკუთვნება სადეზინფექციო ნივთიერებების მიმართ მდგრადობის ჯგუფების 1 (ნაკლებადმდგრადი) და 2 (მდგრადი) ჯგუფებს, წინასწარ გასუფთავებულ ზედაპირებს და აღჭურვილობას დეზინფექცია უტარდება სველი ან აეროზოლური წესით,  ასევე დეზობარიერებში და საფენებში გამოიყენება ეკოციდ С-ს 1%-იანი ხსნარი. ღორის აფრიკული ჭირის დროს დეზინფექციას ატარებენ 3%-იანი ხსნარით.

მეცხოველეობის დამხმარე ფართების, ინკუბატორების, ცხოველების საკვების და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გადამუშავებისა და შენახვისათვის განკუთვნილი ფართების, სასაკლაო პუნქტების,  თერმული აეროზოლური დეზინფექციისათვის (პროფილაქტიკური და იძულებითი) გამოიყენება ეკოციდ С-ს   4%-იანი სამუშაო ხსნარი.ცხოველების დაწყურების წყლმომარაგების სისტემის დეზინფექციისათვის გამოიყენება 0,5%-იანი სამუშაო ხსნარი.


9.  1%-იანი სამუშაო ხსნარის დასამზადებლად პაკეტის რაოდენობას 50გ ხსნიან 5 ლ წყალში. რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას თბილი წყალი, პრეპარატის სწრაფი გახსნისათვის. თუ საჭიროა  სადეზინფექციო ხსნარის დიდი რაოდენობით დამზადება, გამოყენებული უნდა იყოს 1კგ შეფუთვა და გაიხსნას 100ლ წყალში, 0,5% სამუშაო ხსნარის დასამზადებლად პაკეტი 50გ შიგთავსით იხსნება 10ლ წყალში. თუ საჭიროა სადეზინფექციო ხსნარის დიდი რაოდენობით დამზადება გამოყენებულ უნდა იქნას 1კგ შეფუთვა, რომელიც გაიხსნება 200ლ წყალში, თერმული აეროზოლური დეზინფექციისათვის  4%-იანი სამუშაო ხსნარის დასამზადებლად, თავდაპირველად აეროზოლის სტაბილიზატორს( მონოპროპილენგლიკოლი და სხვ.) ურევენ წყალს 15 წილი სტაბილიზატორს 85 წილ წყალზე გაანგარიშებით, შემდეგ მიღებულ ხსნარს უმატებენ 4 წილ ეკოციდ С -ს.

10.  სამუშაო ხსნარის გამოყენება და კონცენტრაცია მითითებულია ცხრილში: 

 

 

გამოყენების მიზანი

სამუშაო ხსნარების კონცენტრაცია

გამოყენების წესი

ვეტერინარული დაწესებულებების, ცხოველთა სადგომების და სხვა  ვეტერინარული ზედამხედველობის ობიექტების ზედაპირების პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და საბოლოო) დეზინფექცია

1%

სამუშაო ხსნარი დაიტანება წინასწარ გასუფთავებულ ზედაპირზე დაბალი წნევის სასხურებლის ან სხვა მექანიკური სასხურებლის მეშვეობით 300 მლ/მ2 ხარჯვის ნორმით და ექსპოზიციით 30-60 წთ.

ვეტერინარული დაწესებულებების, ცხოველთა სადგომების და სხვა  ვეტერინარული ზედამხედველობის ობიექტების ზედაპირების პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და საბოლოო) დეზინფექცია ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევაში

3%

სამუშაო ხსნარი დაიტანება წინასწარ გასუფთავებულ ზედაპირზე დაბალი წნევის სასხურებლის ან სხვა მექანიკური სასხურებლის მეშვეობით 300 მლ/მ2 ხარჯვის ნორმით და ექსპოზიციით 1სთ.

 ტექნოლოგიური აღჭურვილობის პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და საბოლოო) დეზინფექცია

1%

აღჭურვილობას ადეზინფიცირებენ დაბალი წნევის სასხურებლის ან სხვა მექანიკური სასხურებლის მეშვეობით 300 მლ/მ2 ხარჯვის ნორმით და ექსპოზიციით 15-60 წთ, დაბინძურების ხარისხის მიხედვით და შემდეგ ავლებენ სუფთა წყლით.

ცხოველთა დაწყურებისათვის განკუთვნილი წყალმომარაგების სისტემის სანაცია

0,5%

ეკოციდ С -ს სამუშაო ხსნარით ავსებენ წყალმომარაგების სისტემის და წყლის რეზერვუარებს ექსპოზიციით 60 წთ. შემდგომ ხ

 

11.  აღნიშნული ექსპოზიციის დასრულებისთანავე, ცხოველებისათვის  საკვებურებს, საწყურებლებს, მადეზინფიცირებელი ხსნარის შესაძლო დაგროვების ადგილებს, უნდა გაევლოს სუფთა წყალი, რათა მოშორდეს სადეზინფექციო ხსნარი და ამის შემდგომ შენობა უნდა  გაშრეს.
აეროზოლური დეზინფექციის ჩატარების შემდეგ შენობაში ცხოველების შეყვანამდე იგი ნიავდება 30-60 წთ განმავლობაში.

12. ცხოველების და მათ შორის ფრინველების  სასმელი წყლის სანაციისათვის 1000გ  ეკოციდ C -ს ამატებენ 1000ლ წყალზე.

13. გამოყენებული სამუშაო ხსნარი უნდა განზავდეს დიდ რაოდენობით წყალში და ჩაიღვაროს კანალიზაციაში. გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით მიღებული რეკომენდაციის თანახმად ეკოციდ C არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემო პირობებზე.


პირადი უსაფრთხოების ზომები:


ეკოციდ C -თან და მის ხსნარებთან მუშაობა უნდა ჩატარდეს სპეცტანსაცმლით და პირადი უსაფრთხოების საშუალებების გამოყენებით.
ეკოციდ C -თან მუშაობის დროს იკრძალება დალევა, საკვების მიღება და  მოწევა. სამუშაო ხსნარის მომზადებისას უნდა მოვერიდოთ ფხვნილის მოხვედრას კანზე, თვალში და სასუნთქ ორგანოებში.


ფხვნილის მოპნევის შემთხვევაში აღნიშნული ადგილი უნდა მოიგავოს და გულდასმით გაირეცხოს დაბინძურების ადგილი გამდინარე წყლით.


გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ფხვნილის სასუნთქ სისტემაში მოხვედრით შესაძლებელია მწვავე ტოქსიკური ზემოქმედება (ხველა, გაძნელებული სუნთქვა, მოუსვენრობა). დაზარალებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ სუფთა ჰაერზე და  მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის.


ეკოციდ C   ან მისი ხსნარის კანზე მოხვედრის შემთხვევაში უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლის დიდი რაოდენობით.
ეკოციდ C   ან მისი ხსნარის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გამოირეცხოს წყლით რამოდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ დაზარალებულმა უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებისათვის.
ეკოციდ C შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში არ გამოიწვიოთ ძალით ღებინება. გამოიბანოთ პირი სუფთა წყლის დიდი  რაოდენობით. თუ დაზარალებულს გონება არ აქვს დაკარგული, დაალევინეთ 3-5 ჭიქა წყალი  და შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებისათვის.


ეკოციდ C უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.


იკრძალება ეკოციდ C ცარიელი კონტეინერის საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გამოყენება.  ინახება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და უტილიზაცია ჩაუტარდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.


გამოიყენება იმ საწარმოებში, სადაც დანერგილია ან ნერგავენ HACCP-ის სისტემას.