სეპტერი
google plus

 ანტისეპტიკური ხსნარი "სეპტერი"

Septeri Antiseptic Solution

პრეპარატის ფორმა: ანტისეპტიკური  ხსნარი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Octenidine dihydrochloride

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა:  100მლ, 500მლ, 1ლ  და 5 ლ თეთრი ფერის  პოლიეთილენის ფლაკონებში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


შემადგენლობა:  100მლ შეიცავს

მოქმედი ნივთიერება:

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი .

დამხმარე ნივთიერებები:

ეთილის სპირტი (70%-იანი),გლიცერინი.

სეპტერს ახასიათებს სწრაფი, ფართო  სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება  გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის: Mycobacterium tuberculosis, Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae), Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus), Enterococcus spp., Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Shigella spp., Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Corynebacterium diphtheriae, Gardnerella vaginalis.  ასევე საავადმყოფოს ინფექციების აღმძვრელების, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, გარდა ამისა აქტიურია Ascomycota, Trichophyton spp. Microsporum spp. და Candida albicans მიმართ. აქტიურია ვირუსების (ენტერალური, პარენტერალური, პოლიომიელიტის, ატიპიური პნევმონიის (SARS), გრიპის ვირუსების H1N1, H5N1 და სხვა), მათ შორის მარტივი ჰერპეს ვირუსის, B, C და D ჰეპატიტის ვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ.

სეპტერს არ აქვს გამოხატული ტოქსიკური მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ  ნივთიერებას (საშიშროების მე-4 კლასი). რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ აქვს გამოხატული კანზე რეზორბციული, ადგილობრივ - გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება. არ ახასიათებს კანსა და ლორწოვან გარსში შეწოვის თვისება დაარ ხვდება სისხლის მიმოქცევაში.

სეპტერი გამოიყენება სამედიცინო პერსონალისა და ქირურგების ხელების ჰიგიენური დამუშავებისათვის სხვადასხვა სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სარეაბილიტაციო ცენტრი, დღის სტაციონარი, სამედიცინო და სამედიცინო-სანიტარული ცენტრი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლი, დისპანსერი, ჰოსპიტალი, სტომატოლოგიურ კაბინეტი, სამშობიარო სტაციონარი, ახალშობილთა პალატა, ინტენსიური თერაპიის განყოფილება და რეანიმაცია, ტრავმატოლოგია, დამწვრობა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, სამედიცინო პროფილური ცენტრი, და სხვა), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში და სხვა სანიტარულ ტრანსპორტში. ასევე კლინიკურ, მიკრობიოლოგიურ, იმუნოლოგიურ,  და სხვა ლაბორატორიებში,  სამედიცინო მუშაკებისთვის სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებებში, ქიმიო-ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ და პარფიუმერულ-კოსმეტიკურ საწარმოებში, სანიტარულ-კურორტულ დაწესებულებებში, კვების ობიექტებსა და კომუნალური მომასახურების ობიექტებში (მათ შორის საპარიკმახერო, კოსმეტოლოგიური სალონი და ა.შ.).

ჩვენებები

სეპტერის ანტისეპტიკური მზა ხსნარი გამოიყენება:

  • ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, სამედიცინო პერსონალის, ქირურგების, საოპერაციო მედდების, მათ შორის მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგების, ბებიაქალისა და ოპერაციაში მონაწილე   სხვა პირებისთვის;
  • დონორების კანის დამუშავება, სისხლის გადასხმისას;
  • პაციენტის კანის, საოპერაციო და საინექციო ველის დასამუშავებლად;
  • ფეხის ტერფის დასამუშავებლად, პროფილაქტიკის მიზნით;
  • ინექციის წინ საინექციო ამპულის, ფლაკონის გარეგანი დამუშავებისთვის;
  • ხელზე ჩაცმული სამედიცინო ხელთათმანების დამუშავება (დამზადებული სხვადასხვა მასალისგან), საქმიანობის პროცესში ან ხელთათმანის გახდის დროს.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტები.

გამოყენების წესი და დოზები

ანტისეპტიკური საშუალება „ სეპტერის“ მზა  ხსნარი განუზავებელი სახით.

გამოიყენება:

  • ხელების ჰიგიენური დამუშავებისათვის: მშრალი ხელი დაიმუშავეთ 3 მლ ოდენობის ხსნარით (საპნით და წყლით წინასწარ დაბანის გარეშე)  არანაკლებ 30წმ, განსაკუთრებულით ფრჩხილების ირგვლივ და თითებს შორის,  სრულ გაშრობამდე.

ტუბერკულოზის და ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ხელი დაიმუშავეთ ორჯერადად, ყოველ ჯერზე 3 მლ ოდენობით, არანაკლებ 1 წუთის განმავლობაში.

  • ქირურგების, საოპერაციო მედდების, მეან გინეკოლოგის, ბებიაქალისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირების ხელების დამუშავებისათვის:

ხსნარის გამოყენებამდე ხელის მტევნები, იდაყვებამდე დაიბანეთ თბილი გამდინარე წყლითა და საპნით 2 წუთის განმავლობაში. შეიმშრალეთ სტერილური სალფეტკით, შემდეგ ხელი გაიწმინდეთ  3 მლ ანტისეპტიკური ხსნარით, ორჯერადად 2,5 წუთის განმავლობაში. მანიპულაციის საერთო დრო 5 წუთი, სტერილური ხელთათმანი ხელზე ჩაიცვით მათი გაშრობის შემდეგ.

ანტისეპტიკური ხსნარი პროლონგირებულ ანტიმიკრობულ ეფექტს ინარჩუნებს  3 საათის განმავლობაში.

  • საოპერაციო ველის, კათეტერის შეყვანის, პუნქციის ადგილის, დონორების კანის ასეპტიკური დამუშავება:

დამუშავებას დაქვემდებარებული ზედაპირი  ორჯერ დაამუშავეთ სტერილური ტამპონით და გაშრეს. ექსპოზიცია - არანაკლებ 15 წმ, დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 2 წუთი.

  • საინექციო ველის დამუშავება, მათ შორის ვაქცინის შეყვანისა და სხვა მანიპულაციების ჩატარებისას, რაც დაკავშირებულია კანის მთლიანობის დარღვევასთან:

კანი დაამუშავეთ კარგად დასველებული სტერილური ტამპონით, კანის გაშრობა -  დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 20 წამი.

  • ინექციის წინ ამპულების (ფლაკონების) დამუშვება:

ამპულის შევიწროებული ნაწილი  გაწმინდეთ ანტისეპტიკური ხსნარით კარგად დასველებული სტერილური ტამპონით ზედაპირის გაშრობამდე, დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 30 წამი.

  • სამედიცინო პერსონალის ხელზე ჩაცმული სამედიცინო ხელთათმანების დამუშავება:

ხელთათმნის ზედაპირი გარეგანი დამუშავებით გაწმინდეთ ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებული ტამპონით (ხსნარის ხარჯი - 3 მლ ტამპონზე), დამუშავების დრო - არანაკლებ 1 წთ (ხელთათმანის ზედაპირის გაშრობამდე).

ხელზე ჩაცმული ხელთათმანის დაბინძურებისას (სისხლი, სხვა სახის გამონადენები და ა.შ.) მოხსნამდე საგულდაგულოდ გაიწმინდეთ. დამუშავების შემდეგ ხელთათმანი ხელიდან მოიხსენით,  დადგენილი წესით მოათავსეთ სპეციალურად რეკომენდებულ სადეზინფექციო ხსნარში და ბოლოს ჩაუტარდეს უტილიზაცია.  შემდგომ ხელები ჰიგიენურად დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით.

  • ფეხის ტერფის პროფილაქტიკური დამუშავება:

კარგად დაასველეთ და გულდასმით დაამუშავეთ ფეხის ტერფი, რამოდენიმეჯერ სხვადსხვა ტამპონის გამოყენებით დამუშავების დრო ყოველ ტერფზე არანაკლებ 30 წმ.

განსაკუთრებული მითითებები

  • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის! არ მიიღება შიგნით!
  • არ გამოიყენოთ ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად.
  • მოარიდეთ ხსნარი თვალში და კანის დაზიანებულ ადგილებში მოხვედრას.
  • აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, რადგან შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება.
  • არ შეიძლება სეპტერის გამოყენება სხვა ჭრილობის გამწმენდ საპნებთან, მალამოებთან, ზეთებთან, ფერმენტებთან ან სხვა მსგავს საშუალებებთან ერთად.
  • არ შეიძლება მისი გამოყენება იოდის (PVP-Iodine) შემცველ საშუალებებთან ერთად.


შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა: 2 წელი