ნორსულფანატი (NorsulfaNat)
სულფადიმიდინ ნატრიუმი ავლენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედებას ბაქტერიულ უჯრედებში და როგორც პარაამინობენზოის მჟავას ანალოგი აფერხებს ფოლიუმის მჟავას სინთეზს, რაც აუცილებელია გარკვეული ამინომჟავების, პურინების, თიმიდინის და საბოლოოდ დნმ-ის სინთეზისთვის.
ტინიზოლი (Tinizole)
გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის: ღორების - ამებიური დიზენტერის, ეიმერიოზის, , სალმონელოზის და სხვა ტინიდაზოლის მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზების საწინააღმდეგოდ. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის, ენტეროკოლიტის, ქირურგიული და მშობიარობის შემდგომი ანთებების დროს. ძაღლების, კატების - ლამბლიოზის, ამებიაზის, ტრიქომონიაზის, შერეული ანაერობული-აერობული ინფექციების დროს; ბოცვერის, ნუტრიის - ეიმერიოზის (ღვიძლის კოციდიოზი); ფრინველის - ჰისტომონოზის, ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის დროს
ტილაზა 580
პრეპარატი რეკომენდირებულია ტილოზინის ტარტრატის მიმართ მგრძნობიარე მიკრობების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ხბოები: ფილტვების ინფექცია; ქათმები, ინდაურები: ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, რესპირატორული მიკოპლაზმოზი ანუ სინუსიტი, ქრონიკული ინფექციური სინოვიტი და ნეკროზული ენტერიტი (დიზენტერიის დროს). ღორები: ენტერალური და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
იმუნიტი სტიმ / IMMUNITY STIM
ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის იმუნიტეტის სტიმულირებისათვის.
გამაყვითლებელი
ბუნებრივი გამაყვითლებელი გამოიყენება როგორც დანამატი ფრინველთა საკვებში. მასში შემავალი კაროტინოიდი გამოირჩევა მაღალი სიწმინდით, შესაბამისად ფრინველისთვის მისი ათვისება ძალიან მარტივია. ის ადვილად გადადის ორგანიზმში, წარმოქმნის შესაბამის პიგმენტს, რაც ხელს უწყობს ქათმის კანისა და ხორცის პიგმენტაციას. შედეგად ფრინველის კანის, ხორცი და კვერცხის გული იღებს ბუნებრივ ფერს.
გოლიაფი
გამოიყენება ვიტამინურ-ამინომჟავური ცვლის დარღვევისას, ზრდა - განვითარების სტიმულირებისათვის, ორგანიზმის იმუნიტეტის, რეზისტენტობის ასამაღლებლად, მიკრობული, ბაქტერიული, პარაზიტული დაავადებებისადმი წინააღმდეგობის ასამაღლებლად, სხვადასხვა სახის სტრესების დროს. ასევე წიწილების უდანაკარგოდ მიღებისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.