დეტოქსაპლუსი / Detoxaplus
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთაერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი, ადსორბციული საშუალება. სამიზნე სახეობა: ფრინველი. მწარმოებელი ქვეყანა: დოქტორ ბატა, უნგრეთი. შემადგენლობა: დეტოკსოპლუსი შეიცავს მოდიფიცირებულ გლუკომანანს, რომელიც გამოყოფილია საფუარის Sarccharomyces cerecisiae-ს უჯრედის კედლების შინაგანი გარსიდან და რომლებიც წარმოქმნიან უდიდესი ადსორბციული ზედაპირის მქონე უნიკალურ სტრუქტურას (0,5 კგ - 1 ჰა). გამოშვების ფორმა: 250 გ პოლიეთილენის პაკეტში. შენახვის პირობები: _25-დან +25-0С ზე ჰერმეტულ შეფუთვაში. ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
ნიუვაკ ლასოტა / Newvac la sota
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი. სამიზნე სახეობა: წიწილა, ინდაური, მტრედი, ციცარი, ხოხობი, მწყერი. მწარმოებელი ქვეყანა: პასტერის ინსტიტუტი, რუმინეთი. შემადგენლობა: ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზებულ ლასოტას დაბალი ვირულენტურობის ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამს. 1 დოზა შეიცავს მინ. 106.0 EID50 ND ვირუსს. გამოყენების ჩვენებები: ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია ჯანმრთელი წიწილების, ინდაურების, მტრედების, ციცრების, ხოხბების, მწყრების ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაციისათვის. ვაქცინა გამოიყენება საწყისი და განმეორებითი ვაქცინაციისათვის. გამოშვების ფორმა: 1000 დოზიანი ფლაკონი.
ბიავაკი / Biovac
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი. სამიზნე სახეობა: ფრინველი, ბროილერი, წიწილა. მწარმოებელი ქვეყანა: პასტერის ინსტიტუტი, რუმინეთი. შემადგენლობა და თავისებურება: ცოცხალი მოდიფიცირებული ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური ბურსალური დაავადების (გამბოროს) საწინააღმდეგოდ დამზადებულია მაღალი იმუნოგენურობის მქონე უსაფრთხო შტამით. ბიავაკის ვაქცინის დასამზადებლად გამოიყენება SPF კვერცხები. გამოყენების ჩვენებები: ბიავაკი გამოიყენება ჯანმრთელ ბროილერებში და წიწილებში, ასევე დაავადებისადმი მგრძნობიარე ფრინველებში ინფექციური ბურსალური დაავადების სპეციფიური პროფილაქტიკისათვის. აგრეთვე გამოიყენება ჯანმრთელი წიწილების იმუნიზაციისთვის იმ საფრინველეებში, სადაც არის დაავადების კერა.
დასი 25%-იანი / DAS 25%
პრეპარატი დასის საინექციო ხსნარს ახასიათებს ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული მოქმედება. დასის ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთის მდიდარი, მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალეფექტურობას, უზრუნველყოფს ზემოქმედების ფართო სპექტრს, ცოცხალი ორგანიზმის დაცვის ყველა რგოლზე. ქსოვილებში პრეპარატის მოქმედების რეალიზება ხდება რიგი ფერმენტული სისტემების გააქტიურების მეშვეობით.
ალქვერზიმ ავიარი / Alquerzim Aviar
- იძლევა ნახშირწყლების და ცილების უკეთ შეთვისების შესაძლებლობას; - ამცირებს ნუტრიენტების ხარისხის ცვალებადობას; - ამცირებს გარემოზე ექსპლუატაციის გავლენას; - ხელს უშლის დიარეის წარმოქმნას; - აუმჯობესებს საკვების მონელებას 15-25%-ით, ზრდის პროდუქტიულობას
ალქვერმიქს კაუს / ALQUERMIX COWS
ალქვერმიქს კაუს გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, მიიღება პერორალურად, დოზით 200გ/ერთ სულზე, საკვებში შერევით, დღეში ერთჯერ.