ბიავაკი / Biovac
google plus

ინფექციური ბურსალური დაავადების (გამბოროს) საწინააღმდეგო, ცოცხალი მოდიფიცირებული ვაქცინა


წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, ბროილერი, წიწილა.


მწარმოებელი ქვეყანა: პასტერის ინსტიტუტი, რუმინეთი.


შემადგენლობა და თავისებურება


ცოცხალი მოდიფიცირებული ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური ბურსალური დაავადების (გამბოროს) საწინააღმდეგოდ დამზადებულია მაღალი იმუნოგენურობის მქონე უსაფრთხო შტამით. ბიავაკის ვაქცინის დასამზადებლად გამოიყენება SPF კვერცხები.


გამოყენების ჩვენებები


ბიავაკი გამოიყენება ჯანმრთელ ბროილერებში და წიწილებში, ასევე  დაავადებისადმი მგრძნობიარე ფრინველებში ინფექციური ბურსალური დაავადების სპეციფიური პროფილაქტიკისათვის. აგრეთვე გამოიყენება ჯანმრთელი წიწილების იმუნიზაციისთვის იმ საფრინველეებში, სადაც არის დაავადების კერა.


გამოშვების ფორმა: 1000 დოზიანი კონტეინერი.


გამოყენების წესი და დოზები


ვაქცინაცია ტარდება წიწილების კატეგორიისა და დედისაგან გადაცემული ანტისხეულების დონის გათვალისწინებით. ვაქცინაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ანტისხეულების დონე დაბალია. იმუნიზაციის სქემა შეიცავს ერთ, ორ ან სამ ვაქცინაციას. ვაქცინაციის რაოდენობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სტატუსზე, წიწილების ჯიშზე და გამოყვანის პირობებზე. საუკეთესო შედეგისათვის პირველი ვაქცინაცია შეიძლება 10-12 დღის ასაკში. შემდეგი ვაქცინაციის საჭიროება განისაზღვრება ანტისხეულების დონითა და/ან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. ვაქცინა გამოყენებულ უნდა იქნას განზავებისთანავე დაუყოვნებლივ.


მასიური ვაქცინაცია (დასალევი წყლით): ვაქცინაციის უპირატესობა დალევინების მეთოდია. ვაქცინაციამდე 48 სთ-ით ადრე და ვაქცინაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში დასალევი წყალი არ უნდა შეიცავდეს დეზინფექტანტებს და სხვა მედიკამენტებს. დასალევი მოწყობილობა უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით. წიწილებს ვაქცინაციამდე 2-4 საათი არ უნდა მიეცეს სასმელი წყალი. ფრინველების სადგომი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ფრინველების 2/3-მა ერთდროულად შეძლოს წყლის დალევა. რეკომენდებულია, ვაქცინის გამხსნელ წყალში ჩაემატოს რძის ფხვნილი რაოდენობით - 25გ/10ლ სასმელ წყალზე.  ვაქცინა განზავდება შემდეგი რაოდენობის წყალში: 1000 დოზა 10 ლიტრში, 2500 დოზა 25 ლ წყალში და 5000 დოზა 50  ლ წყალში. (10 დღის ასაკის წიწილებისათვის დასალევი წყლის რაოდენობა 10 მლ/ერთ ფრთაზე, 14 დღის წიწილისთვის 15ლ/ერთ ფრთაზე). ინდივიდუალური ვაქცინაცია (თვალში ჩაწვეთების მეთოდი) 1000 დოზიანი ვაქცინა იხსნება 50 მლ და 500 დოზიანი კი 25 მლ გამხსნელში. გახსნილი ვაქცინის ერთი წვეთი ეწვეთება თითოეულ თვალში.


შენახვის პირობები:


ინახება 2-80C-ზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.


ვარგისობის ვადა: 24 თვე.


იხილეთ სრულად