ნიუვაკ ლასოტა / Newvac la sota
google plus

ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო, ატენუირებული ცოცხალი ვაქცინა

 

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.

 

სამიზნე სახეობა: წიწილა, ინდაური, მტრედი, ციცარი, ხოხობი, მწყერი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: პასტერის ინსტიტუტი, რუმინეთი.

 

შემადგენლობა

 

ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზებულ ლასოტას დაბალი ვირულენტურობის ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამს. 1 დოზა შეიცავს მინ. 106.0 EID50 ND ვირუსს.

 

გამოყენების ჩვენებები

 

ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია ჯანმრთელი წიწილების, ინდაურების, მტრედების, ციცრების, ხოხბების, მწყრების ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაციისათვის. ვაქცინა გამოიყენება საწყისი  და განმეორებითი ვაქცინაციისათვის.
გამოშვების ფორმა: 1000 დოზიანი ფლაკონი.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

ნიუვაკ ლასოტა გამოიყენება თვალში ჩაწვეთების ან წყლთან ერთად დალევინების მეთოდით. პირველი ვაქცინაცია რეკომენდებულია 10-11 დღის ასაკში. რევაქცინაცია ტარდება პირველი ვაქცინაციიდან     4 კვირის შემდეგ.

 

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2-8°C-ზე.


ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

 

იხილეთ სრულად