სუპერანტიტოქსი /SUPERANTITOX
google plus

მიკოტოქსინების ადსორბენტი, გამოიყენება ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისათვის მწარმოებელი კომპანია: "ბიოტეკსი", საქართველო

I.    ზოგადი ცნობები


1.    საკვები დანამატი “სუპერანტიტოქსი” (Superantitox) წარმოადგენს მიკოტოქსინების ადსორბენტს, რომელიც გამოიყენება ყველა სახისა და ასაკის ცხოველებისა და ფრინველებისათვის
2.     შემადგენლობაში შედის: მონტმოროლიტის ბიომოლეკულა 100%
3.    დაფასოებულია 0,25; 5  და 25კგ ქაღალდის ტომრებში
დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება, მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
ინახება მწარმოებლის შეფუთვაში  მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი

II.    ბიოლოგიური თვისებები


4.    საკვები დანამატი “სუპერანტიტოქსი”, ეს არის მოდიფიცირებული მონტმორალიტი, რომელიც მოქმედებას ავლენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მაღალი ადსორბციული ზედაპირის ხარჯზე, იგი სწრაფად შეიწოვს მიკოტოქსინებს, აბრკოლებს მათ მოხვედრას სისხლში, ღვიძლში, ორგანიზმის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. საბოლოოდ მიიღწევა კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტაბილიზაცია.
-    პროდუქტში ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის იონების ის ნაწილი, რომელიც  იმყოფება მინერალური ადსორბენტის მონტმორილონიტის ფენებს შორის შენაცვლებულია ორგანული მოლეკულებით, რის შედეგადაც გაზრდილია მანძილი მონტმოროლონიტის ფენებს შორის და შეცვლილია მისი პოლარიზციის ნიშანი.
-    მინერალის ფენებს შორის დაშორების გაზრდა შესაძლებლობას იძლევა შეაკავოს მიკოტოქსინების დიდი მოლეკულები.
-    საკვები დანამატის შეცვლილი პოლარიზაცია ხელს უწყობს ამფოტერული თვისებების შეძენას, რაც საშუალებას იძლევა შეიერთოს და გამოდევნოს ორგანიზმიდან, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მუხტის მქონე მიკოტოქსინები.
-    “სუპერანტიტოქსი” კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში მიკოტოქსინებთან ქმნის შეუქცევად კომპლექსებს, არ იშლება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და გამოიყოფა ორგანიზმიდან ექსკრემენტებთან ერთად. რაც გამორიცხავს მათ ნეგატიურ ზემოქმედებას ცხოველის ორგანიზმზე.
5.    ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ მინერალური ბიომოლეკულების ადსორბციის უნარი მიკოტოქსინების მიმართ 8-20 ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მინერალებისა და 2-4-ჯერ მეტი ვიდრე გლუკომანანების.
საკვები დანამატი ეფექტურია ყველა სახის მიკოტოქსინების მიმართ (Aflatoxin B1; Aflatoxin B2; Fumonisin B1; Ochratoxin; T2-toxin; Deoxynivalenol; Zearalenone). მისი გამოყენებით საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი დაცულია დაზიანებისა და გაღიზიანებისაგან, ხელს უწყობს რეგენერაციას. ადსორბენტის უპირატესობა:
-    აღადგენს უჯრედის ეპითელიუმს;
-    ეფექტურია ძალიან დაბალი დოზის მიღებისას, არ შეიწოვს სხვა პროდუქტებს, როგორიცაა ვიტამინები, ფერმენტები და სხვა მედიკამენტები;
-    სტაბილურია pH-ის სხვადასხვა დონეზე; ორგანიზმში არ რჩება ნარჩენები და არ სჭირდება დაყოვნების პერიოდი;
-    უმჯობესდება ცხოველის პროდუქტიულობის პარამეტრები

III.    გამოყენების ჩვენებები


6.    საკვები დანამატი რეკომენდირებულია მიკოტოქსინების საადსორბციოდ, სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების მიმართ.
-    გამოიყენება ცხოველის ორგანიზმში მიკოტოქსინების მოხვედრის დროს და ხელს უშლის ინტოქსიკაციასა და ღვიძლის დაზიანებას (ჰიპერტროფია).
-    აუმჯობესებს საკვების მონელებას, ძლიერად და ეფექტურად ბოჭავს მიკოტოქსინებს, ეწინააღმდეგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მათ შეწოვას;
-    ხელს უშლის დიარეისა და ენტერიტის წარმოქმნას;
7.    ეძლევა ყველა სახისა და ასაკის ცხოველსა და ფრინველს: პერორალურად 0,25-0,5 კგ/ტ საკვებთან შერევით.

IV პირადი პროფილაქტიკა


8.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.
9.    კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
10.    შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას


ინსტრუქცია შემუშავებულია შპს "ბიოტეკსი" მიერ

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი:


შპს "კორონი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8